ნასვამი პედაგოგი კომპეტენციის ასამაღლებელ გამოცდაზე არ შეუშვეს

11 ივლისი 2019, 14:49 1583 ნახვა

ზოგადი ფოტო  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდიდან

მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა.  ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში-არაფხიზელი მდგომარეობა.

ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი მასწავლებელი  გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების 9 შემთხვევა.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი