ასეთი ფორმით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია - კომუნიკაციების კომისია გაბუნიაზე 

08 ივლისი 2019, 13:05 1271 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია “რუსთავის-2”-ის გადაცემა “P.S”-თან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. ისინი გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურებიან და წერენ, რომ მსგავის ფორმით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამია. 

​ასევე აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. 

მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. 

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას. 

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ  “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს'' - წერია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში