ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

05 ივლისი 2019, 14:25 286 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტს მილიონ 700 ათასი ლარი დაემატა. თანხა შპს ქობულეთის წყალში შვიდი ოპერატორის აყვანას  და სანდასუფთავების სამსახურში ტურისტულ სეზონზე დამატებითი პერსონალის დაფინანსებას მოხმარდება. გადაწყვეტილებას  ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, მათი თქმით, სოფლების უმრავლესობას წყალი არ მიეწოდება და პირველ რიგში,  ეს პრობლემაა მოსაგვარებელი.    

სხდომაზე განცხადებები გაკეთდა ტურისტულ სეზონზეც. ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა   მოსახლეობის პროვოცირებაში, რომ მათი თქმით, თითქოს სეზონის ჩავარდნა ოპოზიციის  ინტერესშია.  

ასევე  საკრებულოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაბა ოჩხამურისა და ცეცხლაურის გარკვეული  ტერიტორიის   ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გადაცემამ.  

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში