ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროების ფაქტი ქარელში

02 ივლისი 2019, 21:11 1532 ნახვა

სავარაუდო დევნის ფაქტი რელიგიური ნიშნით ქარელში. ვიცე-მერმა გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ისინი აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. მისივე თქმით სავარაუდოდ ეკლესიებისა და მონასტრების წარმომადგენლები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.

ამასთან მოქალაქეები ამბობენ, რომ მცირემიწიანობის პირობებში ადგილობრივი სასულიერო პირები ტერიტორიებს ყიდულობენ, ამის შედეგად კი ისინი საძოვრებით ვეღარ სარგებლობენ. ფაქტებს და განცხადებებს საპატრიარქო არ გამოხმაურებია, უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება, ცნობილია რომ თავის მხრივ მოკვლევას იწყებს სახალხო დამცველის აპარატი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი