საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს განახლდება

27 ივნისი 2019, 14:17 1305 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები არ შეჩერდება, ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

აქციის მონაწილეებმა გუშინ დაანონსეს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობას გამართავენ. გუშინ აქცია გვიან ღამით დაიშალა. მონაწილეებმა პერფომანსი გამართეს. მათ ცალი თვალი წითელი ლენტით დამალეს. თვალახვეულმა დემონსტრანტებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში