ალექსანდრე თევზაძის დაჭრის საქმეზე ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე დააკავეს

24 ივნისი 2019, 21:50 4764 ნახვა

აჭარის მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, ალექსანდრე თევზაძის დაჭრის საქმეზე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე დააკავეს.  

გამოძიებას მას ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავებულია ორი პირი, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებიათ. 

ბათუმის მერიის ყოფილი  მაღალჩინოსანს,  რომელიც ასევე ბათუმში ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი იყო, ალექსანდრე თევზაძესა და „ქართული ოცნების“ აქტიურ  მხარდამჭერს -  კახა მიქელაძეს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კახა მიქელაძეს ვერ დაუკავშირდა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

კახა მიქელაძე ამჟამად კლუბ „ბათუმი დინამოშია“ დასაქმებული. ის 2004 წლის მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ასევე  ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე იყო, თუმცა ამავე მოწვევის უმაღლეს საბჭოში მას ეს თანამდებობა დაატოვებინეს.

კახამ მიქელაძე ყურადღების ცენტრში 2009 წელსაც მოექცა, როდესაც იგი რამდენიმე პირთან ერთად ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით იყო დაკავებული.  

კახა მიქელაძესა და ალექსანდრე თევზაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას, ნაწილობრივ ადასტურებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი. მისი თქმით, დაპირისპირება  21 ივნისს კახა მიქელაძის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ სტატუს მოჰყვა, რომელიც პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში