მოუწესერიგებელი საკანალიზაციო სისტემა

23 აგვისტო 2016, 00:00 2346 ნახვა

დაბა ოჩხამურის მოსახლეობამ ღია ტიპის საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა გააპროტესტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა არასწორად არის მოწყობილი და ფეკალური მასა სოფლებში სახლებთან გამავალ სანიაღვრე არხებში ჩაედინება, რაც ანტისანიტარიას, დისკომფორტსა და დაავადებების გაჩენის საფრთხეს ქმნის. მოსახლეობა მოითხოვს, რომ საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდეს და სახლებისგან მოშორებით გაიყვანონ. ქობულეთის წყალკანალის დირექტორი ამბობს, რომ ოჩხამურის საკანალიზაციო სისტემის სრულად მოწესრიგება მომავალი წლის პროექტით მოხდება, მანამდე კი მოსახლეობას ჰპირდება, რომ არხები გაიწმინდება.

ამავე კატეგორიაში