აპოლიტიკური ჯილდოს პოლიტიკური ფასი

11 ივნისი 2019, 21:23 745 ნახვა

ორი დღეა განხილვის საგანია, ვისი დამსახურებით მიიღო ბათუმმა „ტურისტული ოსკარი.“ ხალხი დადებითი შედეგის მოლოდინშია, ამ ეტაპზე კი მხოლოდ დაპირისპირებაში გადაქცეულ პოლიტიკურ შედეგს ხედავს. ოპოზიცია, რომელიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყო, წინა მთავრობის დამსახურებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და ამის ხარჯზე მოტანილ წარმატებაზე.

ჯილდო პოლიტიკური დებატების საგანი გახდა საქართველოს პარლამენტშიც. აქაც ოპონენტები ხელისუფლებას პოლიტიკურ სინდისს უწუნებენ და მნიშვნელოვანი ნაბიჯების აღიარებას ურჩევენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში