გიგანტური კუ სამი თვის შემდეგ ზღვაში გაუშვეს

10 ივნისი 2019, 12:17 2776 ნახვა

გიგანტური კუ კარეტაკარეტა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დღეს, 10 ივნისს შავ ზღვაში გაუშვეს. 

გადაშენების პირას მყოფი კუ მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში შემოვიდა. სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, ის გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რომელიც ერთ-ერთ კერძო სასტუმროს ოკეანარიუმის, საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში