"უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ" - მიხეილ კალანდიას ძმა

04 ივნისი 2019, 15:58 1615 ნახვა

"მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ სჭერია, ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, როგორ უნდა მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული... ზაზა სარალიძეს მოვკითხოთ, რომელმაც ასევე ძაან კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია ალბათ უდანაშაულოა, მაგრამ ასე ხდება" - ეს განცხადება ლუკა კალანდიამ მისი ძმის, მიხეილ კალანდიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სადაც ორი არასწრულწლოვანი გარდაიცვალა, შს სამინისტრომ დღეს მიხეილ კალანდია სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მას ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით, დათუნა სარალიძის მკვლელობა ედება ბრალად.  

"მივდიოდით პროცესზე, დღეს მიხეილი უნდა დაკითხულიყო როგორც მოწმე და შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ რომ უდანაშაულოა და არ სჭირდება არაფერი," -  სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ძმამ, TV პირველთან საუბარში.

დღეს, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით ლევან კალანდია დააკავეს. 

2017 წლის დეკემბერში პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ.

კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში