აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე დააკავეს

30 მაისი 2019, 17:02 6772 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე დააკავეს. ვანაძე წლების განმავლობაში ბათუმის მერიაში საფინანსო სამსახურში მუშაობდა. 

აჭარის მთავარი პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულია ასევე გიორგი ერმაკოვი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქალაქის მერი იყო. 

სამართალდამცველებმა ასევე ბათუმის ვიცე მერი თენგო პეტრიძე და განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე აიყვანეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი