აჭარაში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ - შსს

28 მაისი 2019, 10:11 3663 ნახვა

პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 23 წლის თ.მ. აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციას ნარკოტიკების სამავალების შესახებაც უამბო, რომელიც ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე იყო.

პოლიციამ აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი