სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატი საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

27 მაისი 2019, 15:09 5242 ნახვა

სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატი, ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს.

ომარ მახარაძემ განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს, დღეს ელექტრონულად მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, - აცხადებს ომარ მახარაძე.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

მეორე კურსის სტუდენტმა, 21 მაისს თქვა, რომ ლექტორი მას ინტიმური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა. შემთხვევიდან ერთ დღეში, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ ომარ მახარაძეს სალექციო საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს, ამბობს, რომ მას ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი  გაუტეხეს. 

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ''სტუდენტის საქმეზე'' გამოძიება 150-ე „იძულების“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეცვალა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საკითხს, „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი