7 სკოლაში პირველკლასელების ჯგუფები დაემატება

22 მაისი 2019, 12:22 224 ნახვა

განათლების რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძე ინფორმაციით, ბათუმში რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოსწავლეების საჯარო სკოლებში მისაღებად, შვიდ სკოლაში პირველკლასელების ჯგუფებს დაამატებენ. გადაწყვეტილება სკოლის დირექტორებთან ერთად, რესურსცენტრის ადმინისტრაციამ პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, მშობლებმა პირველკლასელების რეგისტრაცია არა მხოლოდ სასურველ სკოლაში, არამედ ადგილების დეფიციტის გამო,  საერთოდ ვერ მოახერხეს. რესურსცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემები, რამდენი სკოლის ასაკის ბავშვი დარჩა რეგისტრაციის მიღმა არ აქვთ. ამ ეტაპზე, თავისუფალი ადგილი 27-დან 6  სკოლაშია დარჩენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი