წინასაპროექტო ტენდერი ბეშუმის განვითარების გეგმაზე

20 მაისი 2019, 18:28 1241 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბეშუმისა და მის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმაზე, წინასაპროექტო  ტენდერი გამოაცხადა. კონკრეტულმა გეგმამ უნდა აჩვენოს რა სამუშაოების ჩატარება იქნება აუცილებელი, იმისთვის, რომ  კურორტმა ოთხივე სეზონზე იმუშაოს, დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრებიც. 

უწყებაში ფიქრობენ, რომ ტერიტორიაზე არის არქეოლოგიური ექსპონატების კერაც, რაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ტურისტებისთვის.  რაც შეეხება ხულო- ზარზმის მონაკვეთში არსებულ დაზიანებულ გზას, მასზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში