წინასწარი შედეგები უცნობია, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ხულოში თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ფოიერვერკი გაუშვა /ვიდეო/

19 მაისი 2019, 22:11 2531 ნახვა

ხულოში, არჩევნების შედეგებს "ქართული ოცნების" შტაბში ფოიერვერკით აღნიშნავენ.  ამ ეტაპზე, ოლქში წინასწარი მონაცემები არ არის დამუშავებული.

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფება. 54 უბნიდან, ამ დროისთვის, მხოლოდ 3 უბნის შედეგია ცნობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს.   

ხულოს ცენტრში აფეთქებენ ფოიერვერკებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში