მახინჯაურში მამაკაცი დანით დაჭრეს 

18 მაისი 2019, 22:18 7737 ნახვა

მახინჯაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 35 წლის კაცს ჭრილობა ფეხის არეში, დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. 

ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს სამი ჭრილობა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში