ლგბტ პირების უფლებების დაცვის ინდექსით, საქართველო რეგიონში ლიდერია - ILGA

14 მაისი 2019, 13:53 3084 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის 2018 წლის კვლევის თანახმად, ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო ევროპის 49 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით, საქართველო რეგიონში ლიდერია.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანდორა, შვეიცარია, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, კვიპროსი, პოლონეთი.

გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროპაში ლგბტ ადამიანების უფლებები ყველაზე მეტად დაცულია მალტაში.

ყველაზე მაღალი პროცენტი (90%) ფიქსირდება. მას რეიტინგში უკან მოსდევენ ბელგია, ლუქსემბურგი, ფინეთი და დანია.

ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე ცუდი ვითარებაა აზერბაიჯანში (3%), თურქეთში (5%), სომხეთსა (7%) და რუსეთში (10%).

ლგბტ პირების უფლებების დაცვის ინდექსის შედგენისას, ორგანიზაცია აფასებს შემდეგ კრიტერიუმებს: სიძულვილის ენა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, საკანონმდებლო დონეზე გენდერული აღიარება თანასწორუფლებიანობა, ოჯახი, სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობა, ლტოლვილთა უფლებები.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში