''აღმოსავლეთ პარტნიორობის'' 10 წლისთავი - შეფასებები ბრიუსელში

13 მაისი 2019, 21:06 231 ნახვა

ყურადღების ცენტრშია ბრიუსელი - ევროპის დედაქალაქში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლეს.  
 

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გახმოვანდა სავარაუდო თემები, რომლებიც ერთობლივ განცხადებაში აისახება, მათ შორისაა მედიის თავისუფლებაც.

საუბარი რა თქმა უნდა შეეხო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას და შექმნილ გარემოებებს. მთავარი კითხვა კი შემდეგი იყო - გამოიყენა თუ არა ქართულმა დელეგაციამ ფორმატი რუსეთის მისამართით კიდევ ერთხელ მკაფიო გზავნილის გასახმოვანებლად. გზავნილები ევროპიდან აღმოსავლეთ პარტნიორებს

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი