საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს

13 მაისი 2019, 13:16 1387 ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა გაცვლით კურსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რეზერვები კვლავ საჭიროებს შევსებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში