ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის რვა პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

03 მაისი 2019, 10:41 1524 ნახვა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს და 8 პირი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, სულ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში, კახეთსა და იმერეთში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში