დისკუსია აგროდაზღვევის პროგრამაზე

17 აგვისტო 2016, 00:00 2283 ნახვა

აგროდაზღვევის ახალი პირობის მიხედვით დაზიანებული ციტრუსი, რომელიც ფერმერს დაზღვეული აქვს,  ექსპერტებმა 30 დღის  განმავლობაში უნდა  აღწერონ. ამ  და  სხვა  სიახლეებზე სასაუბროდ შეკრიბა დღეს მზღვეველები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ფერმერების ინფორმირებულობის  საკითხი, ზარალის აღწერა და სადაზღვევო ანაზღაურების  წესი,  ასევე სადაზღვავო ექსპერტების კვალიფიკაცია იყო დისკუსიის თემა. ლაშა კომახიძე დაინტერესდა რა სიახლეს სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს. 2016 წლისთვის სახელმწიფო ციტრუსის დასაზღვევად სუფსიდირების თანხას 70 პროცენტამდე გაზრდის, ის ფერმერები, რომლებსაც დარეგისტრირებული აქვთ ნაკვეთი, მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდიან.

ამავე კატეგორიაში