სუხიშვილების კონცერტი ბათუმში

17 აგვისტო 2016, 00:00 3344 ნახვა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ სუხიშვილები ბათუმში არიან. ტრადიცია უკვე მერვე  წელია არ  დაირღვა და ნაციონალურმა ბალეტმა  აგვისტოს  თვე კვლავ ბათუმურ გასტროლს დაუთმო. ამჯერად ბათუმში შერეული პროგრამა ჩამოიტანეს. შესრულდა როგორც ძველი კლასიკური, ასევე ილიკო სუხიშვილის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში დადგმული ახალი ცეკვები. სუხიშვილების წლევანდელი კონცერტები საქველმოქმედოა. ოთხივე კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვებს გადაერიცხებათ.  

ამავე კატეგორიაში