საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები

30 აპრილი 2017, 20:00 756 ნახვა

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები კი ასე განისაზღვრა: მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ: ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით თუ კერძო სადაზღვევო პაკეტით.

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის პარალელურად, მცირედ შეზღუდული პაკეტით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, შეუნარჩუნდებათ. დაფინანსდება მშობიარობა.  ასევე,  ყველა ჯგუფი ისარგებლებს  C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამებით.  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. 

 

ამავე კატეგორიაში