გარემოსდამცველებმა ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

23 აპრილი 2017, 20:00 1075 ნახვა

გარემოსდამცველებმა ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სოფელ ჭარნალიდან მოქალაქე დაუკავშირდა და შეატყობინა რომ მათ, სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ესმოდათ. ადგილზე მისულმა სამმართველოს წარმომადგენლებმა 2 თვის ასაკის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. მას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას მოუწოდებს არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები, რადგან ადამიანებთან მიჩვევის შემდეგ, ველურ ბუნებაში დაბრუნება უჭირთ. 

ამავე კატეგორიაში