დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

13 აპრილი 2017, 20:00 1118 ნახვა

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.  1978 წლის 14 აპრილს, ქვეყნის მასშტაბით, ათი ათასობით  ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატა.  1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს  უზენაესმა საბჭომ  კონსტიტუციის გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ქართული სახელმწიფო ენად არ ცხადდებოდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, სახელმწიფო ენად კი მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. თარიღი 1990 წლიდან აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები დაიგეგმა ბათუმში.

ამავე კატეგორიაში