ლუკა ასათიანის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაწყებულია

27 სექტემბერი 2016, 20:00 867 ნახვა

ლუკა ასათიანის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბათუმის მერიაში განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც საქართველოს ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. როგორც მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი აცხადებს, სტიპენდიის მოპოვება, მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 50 საუკეთესო აპლიკანტს შეეძლებათ. ლამზირა ბოლქვაძის ინფორმაციით, გამარჯვებულები 6 თვის განმავლობაში 200 ლარს საშემოსავლო დაქვითვით მიიღებენ. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში