ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას საკრებულოს თხოვს

26 სექტემბერი 2016, 20:00 216 ნახვა

ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას საკრებულოს თხოვს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 2 მილიონ 225 ათას  ლარს  სტიქიის გამო მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ გამოიყენებს. ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“ მიაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ  ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტის გაზრდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ აკრძალვებს არღვევს და  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისკენ არის  მიმართული.

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე პუნქტის  გათვალისწინებით,  ორგანიზაცია  ბათუმის მერიასა და საკრებულოს მოუწოდებს, დაიცვან საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა, წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ხარჯების ზრდის აკრძალვასთან დაკავშირებით და, საჭიროებისამებრ, ცვლილებათა პროექტი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ განახორციელონ.

ამავე კატეგორიაში