აჭარაში ჩამოსული ვიზიტორების 76 % რეგიონს კმაყოფილი ტოვებს

19 ივლისი 2016, 20:00 958 ნახვა

ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის. ცვლილება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. მხოლოდ ივლისში, ზღვისპირა ქალაქის 22 მიმართულებიდან, კვირაში 81 ფრენა ხორციელდება. 
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც გაზრდილია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74%-იან ზრდას გულისხმობს. 
აჭარაში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მუშაობს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ცენტრების მომსახურებით 21 ათას 518 ვიზიტორმა ისარგებლა. 
ბათუმის საერთაშორის აეროპორტში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდნენ. 
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ტურიზმი რეგიონისტვის პრიორიტეტული მიმართულებაა, სერვისების გაუმჯობესების კუთხით კი მუშაობა გრძელდება.

აჭარაში ჩამოსული ვიზიტორების 76 % რეგიონს კმაყოფილი ტოვებს, ასეთია კვლევის შედეგები. 
„მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა“, - ამბობს მამუკა ბერძენიშვილი და გამარტავს, რომ უწყების მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტებით არსებულ ხარვეზებს გამოასწორებენ.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი