''პატრიოტთა ალიანსის'' ყოფილი წევრების ბრიფინგი

19 ივლისი 2016, 20:00 71 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილმა წევრებმა დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს, პარტიის რიგების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს და ფაქტის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრეს.
„ვისაც ვებრძოდით, ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე აღმოჩნდნენ“, - აღნიშნავენ ორგანიზაციის წევრები.
„პატრიოტთა ალიანსის“ უკვე ყოფილი წევრის ირაკლი თებიძის თქმით, პარტიაში „ოდიოზური ფიგურები“ გაწევრიანდნენ და მათთან ერთად მუშაობის მხრივ ინტერესთა კონფლიქტი შეიქმნა. მანუჩარ აბაშიძის განმარტებით კი, შიდაპარტიული განხეთქილება იმის გამო მოხდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში მოქმედი საჯარო მოხელეები გაწევრიანდნენ.
პარტიის ყოფილი წევრები იმ საჯარო მოხელეების სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროებენ, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი