დაბაში არსებული შენობების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ქედის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

17 აპრილი 2019, 00:00 1378 ნახვა

დაბაში არსებული შენობების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ქედის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. იგეგმება ქედის ისტორიული მუზეუმის შენობის და მასთან ერთად მრავალფუნქციური შენობის  რეაბილიტაცია.

შეიცვლება შენობის სახურავი. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მერიაში ამბობენ, რომ მას ეტაპობრივად მოაგვარებენ. უწყება მუზეუმის პროექტთან ერთად მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის რემონტისთვის და დაბის #2 საბავშვო ბაღის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტსაც შეისყიდის.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში