პროტესტი ცეცხლაურში  ხის ფიცრულის დემონტაჟის გამო

14 აპრილი 2019, 00:00 1424 ნახვა

სოფელ ცეცხლაურში  მოქალაქე   ხის ფიცრული ნაგებობის  დემონტაჟს აპროტესტებს. ლია   მახარაძის   თქმით ნაგებობა  სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ ჰქონდა  აშენებული , თუმცა ის  პრეტენზიას გაუფრთხილებლობის გამო გამოთქვამს. ხის ფიცრული  ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ დგას  სადაც  სანიტარული ზონაა.

ლია  მახარაძე   ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო საცხოვრებლიდან განსახლებისთვის  კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს და ბათუმში ცხოვრობს , ფიცრული კი მისივე თქმით არა დროებით შენობად სჭირდებოდა. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ , რომ დემონტაჟი კანონიერია და   ფიცრულის მფლობელიც გააფრთხილეს.

ამავე კატეგორიაში