ლაშა ტალახაძე - წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი,  საქართველოს  ძალოსანთა ნაკრები  კი წლის საუკეთესო გუნდი

14 აპრილი 2019, 00:00 1186 ნახვა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგა. 42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენს და მოწვეულ სტუმრებს, ორგანიზატორებმა ქართული ფოლკლორი გააცნეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ნაკრები, წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კი, ლაშა ტალახაძე დასახელდა.

ევროპის ჩემპიონატს 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 15 მედლით და არაერთი მსოფლიო თუ ევროპის რეკორდით დაასრულა. დასკვნით დღეს, +109 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. ტალახაძემ მსოფლიოს სამ გზის რეკორდთან ერთად, სამი ოქროს მედალიც მოიპოვა. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, სპორტსმენმა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მოგება შეძლო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრები ცოტა ხნით დაისვენებს, შემდეგ კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.

ამავე კატეგორიაში