შერატონში ნაღმის არსებობაზე ცრუ შეტყობინება სამორინეს სტუმარმა დატოვა - შსს

10 აპრილი 2019, 00:00 3482 ნახვა

აჭარის საპატრულო პოლიციამ, ცრუ შეტყობინების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავა. 1991 წელს დაბადებული პირი, აზერბაიჯანის  მოქალაქეა. 

გამოძიებით ინფორმაციით, ბრალდებულმა 31 მარტს „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ  ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ სამორინეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დადგინდა, რომ ზარის განხორციელების დროს ბრალდებული თავადაც აღნიშნულ კაზინოში იმყოფებოდა.

ბრალის დადგენის შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქეს  5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

31 მარტს, გამოძახების საფუძველზე, ბათუმის შერატონიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე  სამართალდამცველები და გამნაღმველებ მივიდნენ და სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს.  ასაფეთქებელი მოწყობილობა კაზინოში არ აღმოჩნდა.

გამოძიება ცრუ შეტყობინების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში