დაღუპული ჯარისკაცი

10 აგვისტო 2016, 00:00 1865 ნახვა

დაიღუპა მე-5 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი. შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალის, დავით ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  პირველადი მონაცემებით,  დაღუპვის  მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით. საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება იძიებს.კაპრალი დავით ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა. გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. 

ამავე კატეგორიაში