9 აპრილის მემორიალი გმირთა ხეივანში განთავსდება 

19 მარტი 2019, 00:00 1494 ნახვა

9 აპრილის მემორიალი ბათუმის ბულვარის ნაცვლად გმირთა ხეივანში განთავსდება.  ცვლილებას მხარი  საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს, რადგან უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მემორიალის განთავსებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეწინააღმდეგებოდა.

უწყებაში ამბობდნენ, რომ ტერიტორია ისტორიული  დაცვის ზონაა. 9 აპრილის მემორიალის მონტაჟისთვის 108 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მარტის ბოლოს  უნდა დასრულდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში