მტირალას პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს

15 მარტი 2019, 00:00 2160 ნახვა

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს, რომლებსაც ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოახერხეს.

მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

ამავე კატეგორიაში