გმირთა სკვერი მემორიალის გარეშე

08 აგვისტო 2016, 00:00 3016 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა  სკვერში მემორიალური დაფა, ამ დრომდე, არ განთავსებულა. ბათუმის მერის განცხადებით, ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა. გიორგი ერმაკოვის თქმით, ბოლო შემთხვევაში კომპანიამ ტექნიკური დასაბუთება ვერ წარმოადგინა. მერია კიდევ ერთი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. მეომრების პატივსაგებად, სკვერში მხოლოდ ქვა არის წარწერით ~აქ დაიდგმება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი~.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი