მერაბ ბლადაძე დეპუტატი გახდა 

11 თებერვალი 2019, 00:00 5134 ნახვა

მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში დეპუტატის სტატუსით მუშაობას იწყებს. დღეს, 11 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე, საკითხს კენჭი უყარეს. 18-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მერაბ ბლადაძეს ზაზა ოქუაშვილი ჩაენაცვლებინა. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ზაზა ოქუაშვილმა, უმაღლესი საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოს ახალი წევრი ამბობს, რომ ითანამშრომლებს, როგორც ოპოზიციასთან, ასევე სახელისუფლებო გუნდთან.

''პატრიოტთა ალიანსი'' არ არის მკვეთრად ოპოზიციური პარტია, ამიტომ არ არის გამორიცხული სამთავრობო ინიციატივებსაც დავუჭირო მხარი. ასევე ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო ოპოზიციურ ფრთასთანაც'' - თქვა ბრალაძემ

მერაბ ბლადაძის დეპუტატად არჩევის პროცესს, მეუღლეც ესწრებოდა. უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ცოლი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი