პარლამენტის საგაზაფხულო სესია - პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა

05 თებერვალი 2019, 00:00 1337 ნახვა

სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებსა და მიღწეულ  შედეგებს ეხება განცხადება, რომელიც ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ,  დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით  პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია დაიწყო.  

განცხადებაში  წერია, რომ“  ,,ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა,  სამჯერ შემცირდა წინასწარი და  ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი,   განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემცირებულია გირაოს ჯარიმების შეფარდების მაჩვენებლები, 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა და გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ,,ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს“-აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში