ბავშვთა უფლებების კოდექსი

04 თებერვალი 2019, 00:00 1634 ნახვა

შესაძლოა მალე კანონით აიკრძალოს ბავშვის ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინის ზომა. ამის შესახებ ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტში წერია. პრეზენტაცია დღეს გაიმართა, პროექტი კი პარლამენტში მომდევნო  კვირას დარეგისტრირდება. პროექტი სხვადასხვა ტიპის სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას ეხება და მოიცავს როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლასა და სხვა ნებისმიერ სივრცეს.

ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმსჯელა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად. ჯერ ჯერობით უცნობია  როგორ დარეგულირდება მაგალითად ფიზიკური დასჯა, ან რა ტიპის სანქციები გაიწერება ამ მიმართულებით, თუმცა ცნობილია რომ მთავარი აქცენტი ძალადობის პრევენციაზე იქნება გადატანილი.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში