ფარული ჩანაწერის ტელეფონში შენახვა, გადმოწერა, ჩაწერა და მისი გავრცელება 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება

01 თებერვალი 2019, 00:00 11509 ნახვა

საქართველოს კანონმდებლობით პატიმრობას ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის ნებისმიერი ფორმით შენახვა და გავრცელება. 

ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ან პირადად მას ჩაუგდეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს,  ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება. 

  საქართველოს კანონმდებლობით კი ასეთი ტიპის დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება. (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). 

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ ამ ფორმით აქვთ შენახული ვიდეოები წაშალონ და არ გაავრცელონ. "სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. 

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები" - განაცხადეს სამართალდამცველებმა ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ შსს ამ ბრალდებით უკვე 16 ადამიანი დააკავა

ამავე კატეგორიაში