ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის სახელით სასულიერო პირი მიუგზავნეს

25 იანვარი 2019, 00:00 821 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

სპორტსმენის თქმით, ფედერაციიდან სასულიერო პირი გამოუგზავნეს, რომელმაც დუმილის სანაცვლოდ  პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა დაჰპირდა. დათუნაშვილი გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს და სამართლებრივ დავას აგრძელებს. ამბობს რომ გარდა გეგეშიძისა მის მიმართ ძალადობა  სხვა გაურკვეველმა პირებმაც განახორციელეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი