ბათუმში გაჩერებების ნაწილზე მოსაცდელების დემონტაჟი მიმდინარეობს

25 იანვარი 2019, 00:00 3883 ნახვა

ბათუმში გაჩერებების ნაწილზე მოსაცდელების დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიაში ამბობენ, რომ ისინი ახლით ჩანაცვლდება. დაახლოებით 50 ადგილას განსხვავებული დიზაინის მოსაცდელი განთავსდება. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით მოსაცდელების შეცვლის ვალდებულება აქვს.

რაც შეეხება ძველ მოსაცდელებს, მერის თქმით, შესაძლოა ის იმ მისამართებზე განთავსდეს, სადაც ადრე არ ყოფილა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი.

მერიის ინფორმაციით, ახალი მოსაცდელები ადაპტირებულია და მას ელექტრო საათი და ტელეფონის სამუხტი ექნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში