ბიუროს სხდომაზე გამსახურდიას საქმის გამოძიების გახანგრძლივების შესახებ იმსჯელებენ

24 დეკემბერი 2018, 00:00 859 ნახვა

31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს. 21 დეკემბერს, პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ სავარაუდო მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელებულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქმის გამოძიება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამის კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები შიმშილობას განაგრძობენ. მათი განცხადებით, თუ გამოძიება იმავე ფორმით გაგრძელდება, შედეგი არ შეიცვლება. ზვიად გამსახურდიას შვილები მათი ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნასა და საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.  საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში