ინფოტური მაჭახლის ხეობაში

30 ივლისი 2016, 00:00 1911 ნახვა

ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისთვის მაჭახლის ხეობაში ინფოტური მოეწყო. ტურის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა   VI საუკუნის გვარას ციხე, ცხემლვანას თაღოვანი ხიდი, მაჭახელას თოფის მონუმენტი, ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი და საოჯახო სახლები მოინახულეს. მაჭახლის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მათთვის პარკისა და მისი ტურისტული ბილიკების შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. ტური „მაჭახელას თოფის გზა“ ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ამ მიმართულებით 15-მდე უცხო და ქართულ ენოვანი გიდი გადაამზადა. მომდევნო  კვირიდან კი მაჭახელას მიმართულებით სპეციალური ტურები  დაინიშნება.

ამავე კატეგორიაში