ბათუმის პორტში ქიმიური ნივთიერებების ტერმინალს აშენებენ

16 ნოემბერი 2018, 00:00 3427 ნახვა

ახალი ტერმინალის მშენებლობაა ორი დღეა აქტუალური თემა. ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პროექტი ჯერ არ არის დამტკიცებული და მოლაპარაკებები გრძელდება.

მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ცნობისთვის პორტში ცენტრალური აზიიდან  ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის ტერმინალისა და საწყობის მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანიასთან მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა.

პორტის თანამშრომლები ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ, მოპასუხე მხარეები კი ირწმუნებიან რომ პროცესი უსაფრთხო იქნება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში