სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი

14 ნოემბერი 2018, 00:00 2265 ნახვა

ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა კონცერტი გაიმართა. საზაფხულო თეატრში გამართულ კონცერტზე მსმენელისა და მაყურებლის წინაშე თემურ თათარაშვილი, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში, „შვიდკაცა,“ „კვარტეტი,“ ნინი ქარსელაძე და „ქუჩის ბიჭები“ წარსდგნენ.

სცენაზე დამონტაჟებული იყო მონიტორები, სადაც ფოტოებს აჩვენებდნენ კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებიდან. მომღერლები მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. კონცერტზე არ ყოფილა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

ამავე კატეგორიაში