ხულოში ორი ტაძარი გაქურდეს

11 სექტემბერი 2018, 00:00 1923 ნახვა

ხულოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრები გაქურდეს - ამის შესახებ ინფორმაცია სხალთის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დამნაშავე პირები ამ ეტაპზე არ დაუკავებიათ. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

მიმდინარე წლის მარტში სხალთის მონასტრის ტაძარიც გაქურდეს. გაიძარცვა ღვთისმშობლის ხატი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში