წყალი, გზა და გარე განათება - ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

14 აგვისტო 2018, 00:00 2134 ნახვა

ხელვაჩაურის მერიაში 2019 წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტები განსაზღვრეს. მერიამ  ორი  თვით ადრე  მთავარი ფინანსური დოკუმენტის  გადანაწილებისთვის მოსახლეობაში  გამოკითხვა ჩაატარა. 

მოსახლეობამ  მთავარ  პრობლემებად წყალი, გზა და  გარე განათება დაასახელა. მომავალი წლის ბიუჯეტის კონკრეტულ  საკითხებზე კი მერიის წარმომადგენლებმა, აიპებისა და სამსახურის უფროსებთან ერთად იმსჯელეს. თვითმმართველობაში  განმარტეს, რომ  ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრიორიტეტების განსაზღვრაში მოსახლეობაც ჩაერთო.

ამავე კატეგორიაში